მზერა-ჩიჩუების სამედიცონო ცენტრი
LOGO
(0322)77-55-88
[javascript protected email address]








our doctors
რუტინული გამოკვლევები

ვიზომეტრია – მხედველობის სიმახვილის გასინჯვა.

ავტორეფრაქტომეტრია – განისაზღვრება რეფრაქციის ტიპი და ხარისხი (ბუნებრივ პირობებში და გუგის გაფართოების შემდეგ).

ტონომეტრია – თვალშიდა წნევის გაზომვა.

ულტრაბგერითი გამოკვლევა A და B სკანირება – წინა საკნის სიღრმის განსაზღვრა, ბროლის სისქის განსაზღვრა, თვალის კაკლის სიგრძის განსაზღვრა А-სკანირება საშუალებას იძლევა შეფასდეს მიოპიის პროგრესირება,  გამოითვალოს ხელოვნური ბროლის ზომა. B-სკანირება განკუთვნილია თვალის შიგნითა სტრუქტურების გამოკვლევისთვის, როდესაც ოპტიკური არეების გამჭვირვალობა ირღვევა (ბადურა გარსის ჩამოცლის, მინისებურში უხეში შემღვრევების, თვალშიდა სიმსივნეების  დიაგნოსტიკა).

ბიომიკროსკოპია - თვალის წინა მონაკვეთის გამოკვლევა (ქუთუთოები, რქოვანა, ფერადი გარსი, ბროლი).

პერიმეტრია – მხედველობის ველის საზღვრების გამოკვლევა. ერთ-ერთი ყველაზე ინფორმატიული კვლევის მეთოდი გლაუკომის დიაგნოზის დასასმელად და ასევე გლაუკომის მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად.

ოფთალმოსკოპია – ბადურა გარსის ცენტრისა და პერიფერიის დათვალიერება.
რქოვანას ტოპოგრაფიული გამოკვლევა

დამატებითი გამოკვლევები

ხედველობის ნერვის კომპიუტერული ტომოგრაფია (HRT3)
 უკანასკნელ ათწლეულში გავრცელებულ თანამედროვე აპარატებთა
შორის გერმანული ფირმა „ჰაიდელბერგ ინჯინერინგის“ მიერ წარმოებული- ჰაიდელბერგის  რეტინალური ტომოგრაფი  -   HRT3 - ბოლო თაობის ერთადერთი აპარატია საქართველოში.
  მისი საშუალებით ხდება მხედველობის ნერვის დვრილის სკანირება სამგანზომილებიანი გამოსახულების მიღებით და პათოლოგიური ცვლილებების რაოდენობრივი ანალიზით. იგი განკუთვნილია სიბრმავის გამომწვევ მიზეზთა შორის ლიდერი დაავადების - გლაუკომის ადრეული დიაგნოსტიკისა  და მასზე დინამიკური დაკვირვებისათვის.
  მისი უნიკალურობა მდგომარეობს მხედველობის ნერვის დვრილში მიმდინარე მინიმალური სტრუქტურული ცვლილებების აღმოჩენაში, მანამ სანამ გლაუკომის სიმპტომოკომპლექსი იჩენს თავს. იგი წარმოადგენს იმ მცირეოდენ ხელსაწყოთაგან ერთ-ერთს, რომელიც საშუალებას იძლევა ობიექტურად და სარწმუნოდ წარვმართოთ მხედველობის ნერვის დვრილის მორფომეტრიულ პარამეტრებზე დაკვირვება ანუ განვახორციელოთ გლაუკომური ოპტიკური ნეიროპათიის მონიტორინგი.
 
22.07.2014
კატარაქტის ოპერაცია ტარდება უმტკივნეულო,უნაკერო ქირურგიული მეთოდით...
28.11.2014
შაბათს 29/11/2014-ში ტარდება ჩვენს სამედიცინო ცენტრში უფასო აქცია ქ.თბილისის საპენსიო...
Copyright ©2014 Mzeraclinic.ge, All Rights Reserved
Created by ONLINEINFO.GE