მზერა-ჩიჩუების სამედიცონო ცენტრი
LOGO
(0322)77-55-88
[javascript protected email address]








our doctors

ოპერაციები

კლინიკაში ხორციელდება შემდეგი პათოლოგიების მკურნალობა:
    1. კატარაქტის ქირურგიული მკურნალობა ულტრაბგერით (უნაკეროდ) და ულტრაბგერის გარეშე (ნაკერით);
    2. ანტიგლაუკომატოზური ოპერაციები;
    3. ოპერაციები მინისებურ სხეულსა და ბადურაზე;
    4. ოპერაციები ქუთუთოებსა და თვალის წინა მონაკვეთზე;
    5. თვალისა და მის ირგვლივ მდებარე ქსოვილების ტრავმების დამუშავება;
    6. ონკოლოგიური ოპერაციები;
    7. ბადურას ლაზერული ქირურგია;
    8. ოპერაციები თვალის მამოძრავებელ კუნთებზე (სიელმის ქირურგიული მკურნალობა).

 

   კატარაქტის უნაკერო და ნაკერიანი ოპერაციბი

    კატარაქტის ერთადერთი მკურნალობის მეთოდი არის შემღვრეული ბროლის ქირურგიულად მოცილება. 
    შეხედულება, რომ თითქოს ბროლი აუცილებლად უნდა „მომწიფდეს“ უარყოფილია, რაც უფრო ადრეულ ეტაპზე გაკეთდება კატარაქტის ოპერაცია, მით უკეთესი იქნება პოსტოპერაციული შედეგი.
    ამჟამად, კატარაქტის ოპერაცია ტარდება უმტკივნეულო, უნაკერო ქირურგიული მეთოდით, რომლის დროსაც შემღვრეული ბროლის მოცილება მიმდინარეობს ულტრაბგერითი ფაკოემულსიფიკაციით, ხოლო ხელოვნური ბროლის იმპლანტაცია ხდება მცირე ზომის განაკვეთიდან.

             
    ამჟამად, კატარაქტის ქირურგიული მკურნალბის 90%-ზე მეტი ფაკოემულსიფიკაციის მეთოდით ტარდება.


 

   ექტროპიონი, ენტროპიონი, პტერიგიუმი, ქსანთელაზმა, ქალაზიონი, ახალწარმონაქმები

ქუთუთოსა და კონიუნქტივაზე კოსმეტიკური და რეკონსტრუქციული ოპერაციები ასევე ხელს უწყობს მხედველობის გაუმჯობესებას. ჭარბი კანი, ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილი სცილდება ჩამოშვებულ ქუთუთოებს. ოპერაციები ტარდება ამბულატორულად, ხანმოკლეა და ტარდება ადგილობრივი ანესთეზიის ფონზე.


   ბადურას ლაზერული ქირურგია

    ლაზერკოაგულაციას მიმართავენ ბადურა გარსის სისხლძარღვოვანი და დისტროფიულიდაავადებების დროს. სისხლძარღვოვანი დაავადებებიდან ყველაზე ხშირად ლაზერკოგულაციის გაკეთება საჭირო ხდება  დიაბეტური რეტინოპათიისა და ბადურასცენტრალური ვენის თრომბოზის შედეგად განვითარებული პათოლოგიების დროს, ხოლო დეგენერაციული ცვლილებები უპირატესად გვხვდება მიოპიით დაავადებულ ადამიანებში.


    მეთოდის არსი 
    სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს აღინიშნება სისხლძარღვის კედლის გამავლობის დარღვევა, რაც იწვევს პლაზმის კომპონენტების გარეთ გამოსვლას, შეშუპებას, წარმოქმნას არასრულფასოვანი ახალი სისხლძარღვებისა, რომლებიც სისხლმდენია და იწვევს სისხლჩაქცევებს. ასეთ დროს ლაზერკოაგულაციის მიზანს წარმოადგენს ახალწარმოქმნილი სისხლძარღვების ობლიტერაცია, რაც თავიდან გვაცილებს სისხლჩაქცევებს. ლაზერკოაგულაციის შედეგად არ ხდება მხედველობის გაუმჯობესება, თუმცა დროულად ჩატარებული ლაზერკოაგულაცია საშუალებას იძლევა მაქსიმალურად შენარჩუნდეს არსებული მხედველობა და შენელდეს დაავადების პროგრესირება.
    დეგენერაციული დაავადებების დროს ლაზერკოაგულაცია მიზნად ისახავს  „საშიში“ უბნის გარშემო მიკროკოაგულანტების გაჩენას. ორი კვირის შემდეგ კოაგულანტების ადგილზე ჩნდება  პიგმენტური ჩანართები, რაც კიდევ უფრო ამყარებს ბადურას. ლაზერული ოპერაცია კეთდება ამბულატორიულად, გრძელდება დაახლოებით 10-30 წუთი. პროცედურა შეიძლება ჩატარდეს რამდენიმე ეტაპად. ოპერაცია არ არის მტკივნეული, შეიძლება აღინიშნებოდეს წვის შეგრძნება. ოპერაციის შემდეგ ინიშნება ანთების საწინააღმდეგო წვეთები. ორი კვირა პაციენტი უნდა მოერიდოს ფიზიკურ და მხედველობით გადაძაბვას. წელიწადში ერთხელ ან ორჯერ გაიაროს ოფთალმოლოგის კონსულტაცია.


22.07.2014
კატარაქტის ოპერაცია ტარდება უმტკივნეულო,უნაკერო ქირურგიული მეთოდით...
28.11.2014
შაბათს 29/11/2014-ში ტარდება ჩვენს სამედიცინო ცენტრში უფასო აქცია ქ.თბილისის საპენსიო...
Copyright ©2014 Mzeraclinic.ge, All Rights Reserved
Created by ONLINEINFO.GE