მზერა-ჩიჩუების სამედიცონო ცენტრი
LOGO
(0322)77-55-88
[javascript protected email address]








our doctors
სიახლე
22/07/2014 - აპარატი
ჰაიდელბერგის რეტინალური ტომოგრაფი - HRT3 - ბოლო თაობის ერთადერთი აპარატია საქართველოში.

მხედველობის ნერვის კომპიუტერული ტომოგრაფია (HRT3)

   უკანასკნელ ათწლეულში გავრცელებულ თანამედროვე აპარატებთა
შორის გერმანული ფირმა „ჰაიდელბერგ ინჯინერინგის“ მიერ წარმოებული-ჰაიდელბერგის  რეტინალური ტომოგრაფი  -   HRT3 - ბოლო თაობის ერთადერთი აპარატია საქართველოში.

  მისი საშუალებით ხდება მხედველობის ნერვის დვრილის სკანირება სამგანზომილებიანი გამოსახულების მიღებით და პათოლოგიური ცვლილებების რაოდენობრივი ანალიზით.
 იგი განკუთვნილია სიბრმავის გამომწვევ მიზეზთა შორის ლიდერი დაავადების - გლაუკომის ადრეული დიაგნოსტიკისა  და მასზე დინამიკური დაკვირვებისათვის.
  მისი უნიკალურობა მდგომარეობს მხედველობის ნერვის დვრილში მიმდინარე მინიმალური სტრუქტურული ცვლილებების აღმოჩენაში, მანამ სანამ გლაუკომის სიმპტომოკომპლექსი იჩენს თავს.
  იგი წარმოადგენს იმ მცირეოდენ ხელსაწყოთაგან ერთ-ერთს, რომელიც საშუალებას იძლევა ობიექტურად და სარწმუნოდ წარვმართოთ მხედველობის ნერვის დვრილის მორფომეტრიულ პარამეტრებზე დაკვირვება ანუ განვახორციელოთ გლაუკომური ოპტიკური ნეიროპათიის მონიტორინგი.

<< უკან დაბრუნება