ინტრავიტრეული ინექციები
ინტრავიტრიული ინექციები არის თვალის დაავადებების სამკურნალო მეთოდი, რომლის დროსაც მედიკამენტი უშუალოდ თვალის შიდა გარსში (მინისებრ სხეულში) შეჰყავთ. ეს პროცედურა ეფექტურად გამოიყენება ისეთ დაავადებებთან საბრძოლველად, რომლებიც დაკავშირებულია თვალის სისხლძარღვთა პათოლოგიებთან.
Anti-VEGF პრეპარატები ამცირებენ ახალი, პათოლოგიური სისხლძარღვების წარმოქმნას და ხელს უწყობენ შეშუპების შემცირებას.
რომელ დაავადებებში გამოიყენება?
ასაკობრივი მაკულარული დეგენერაცია (AMD)
დიაბეტური რეტინოპათია
გლაუკომა და სხვა
ინექციის პროცედურა
ადგილობრივი ანესთეზია თვალის არეში
თვალის დეზინფექცია სპეციალური ხსნარით
პრეპარატის შეყვანა მინისებრ სხეულში მცირე, სპეციალური ნემსის მეშვეობით
დრო: პროცედურა რამდენიმე წუთს გრძელდება
უსაფრთხოება: ინექცია ტარდება საოპერაციო ბლოკში, სტერილიზაციის სრული დაცვით, გაყუჩებით და არის უმტკივნეულო.