

პროქტოლოგია
ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ "მზერა"-ში წარმატებით ფუნქციონირებს პროქტოლოგის კაბინეტი, სადაც ხდება ანალური ხვრელის, შორისისა და სწორი ნაწლავის მწვავე და ქრონიკული დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობა.
გავრცელებული პროქტოლოგიური დაავადებებია:
-
ჰემოროი (ბუასილი)
-
ინფექციები, რომლებიც ვითარდება ანუსის და სწორი ნაწლავის ირგვლივ
-
მსხვილი ნაწლავის და სწორი ნაწლავის სიმსივნეები
-
ანუსის ნახეთქი
-
პოლიპები
-
დეფეკაციის დარღვევები
თუ გაქვთ შემდეგი სახის ჩივილები საჭიროა პროქტოლოგთან კონსულტაციის გავლა:
-
გულძმარვა
-
მუცლის შებერილობა
-
ყაბზობა ან ფაღარათი
-
სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან
-
ტკივილი ანუსის არეში
-
გადიდებული ჰემოროიდული კვანძები
-
სხვადასხვა ტიპის გამონადენი ანუსისა და პერიანალური მიდამოდან
"მზერა"-ში თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავს გამოცდილი სპეციალისტების გუნდი, რომელთა მრავალწლიანი გამოცდილება და კვალიფიკაცია დიაგნოზის დროულად დასმისა და მაქსიმალურად ეფექტური მკურნალობის დაგეგმვის საშუალებას იძლევა. ასევე, კლინიკა აღჭურვილია გასტროსკოპიისა და კოლონოსკოპის თანამედროვე აპარატურით, რაც პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს.